როგორ ვაქციოთ თაფლი "თეთრ ოქროდ": თაფლის ბრენდი
Share
როგორ ვაქციოთ თაფლი "თეთრ ოქროდ": Prince Makashvili-ს ოსტატების ჩანაწერებიდან
ბევრს ჰგონია, რომ არყის გამოხდა მარტივია: აურიე, ადუღე, წამოვიდა. მაგრამ თაფლი? თაფლი პრეტენზიული პრინცესასავითაა – თუ სწორად არ მიუდექი, არაფერს მოგცემს. აი, ჩვენი "ოქროს წესები" მათთვის, ვისაც აინტერესებს, რას ვსვამთ, როცა Prince Makashvili-ს თაფლის ბრენდს ვაგემოვნებთ.
თაფლის ბრენდის წარმოება ალკოჰოლური სასმელების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებად ითვლება. განსხვავებით მარცვლეულისგან, თაფლის ფერმენტაცია მოითხოვს მიკრობიოლოგიური პროცესების მართვას უმაღლეს დონეზე.
1. მათემატიკა სტუდიაში
თაფლი არ არის წყალი! 1 ლიტრი თაფლი თითქმის კილო-ნახევარია (1.4 კგ). თუ გინდათ კარგი გამოსავალი, 10 კილო თაფლს მინიმუმ 2 ფუთი (32-40 ლიტრი) წყალი უნდა დაასხათ. რატომ? იმიტომ, რომ თუ დაინანებთ წყალს და შაქარი 25%-ზე მეტი იქნება, საფუარი უბრალოდ "გაიჭედება", დანებდება და შაქარს სპირტად აღარ გიქცევთ. ჩვენ კი ერთი გრამი სიკეთის დაკარგვაც არ გვინდა!
2. ნედლეული და ბიოქიმიური ბალანსი
წარმატებული ფერმენტაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია წყალხსნარის კონცენტრაცია. იდეალური მაჩვენებელი 18%-იანი შაქრიანობაა. პრაქტიკული გათვლით, 10 კგ თაფლისთვის საჭიროა 32-დან 40 ლიტრამდე წყალი.
3. ფერმენტაცია სელექციური საფუარებით
ჩვენ უარს ვამბობთ შემთხვევით, ველურ პროცესებზე. Prince Makashvili-ს წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ პროფესიონალური, ნატურალური ენოლოგიური საფუარები, რომლებიც სპეციალურად შერჩეულია თაფლის რთული სტრუქტურის დასაშლელად.
• ეს საფუარები უზრუნველყოფენ სუფთა დუღილს ყოველგვარი გვერდითი, არასასურველი სუნისა და მინარევების გარეშე.
• სელექციური საფუარი გვაძლევს გარანტიას, რომ თაფლში არსებული ძვირფასი არომატები დისტილატში უცვლელად გადავა.
3. ტექნოლოგიური უპირატესობა: Jacob Carl
დისტილაციის საბოლოო ხარისხს წყვეტს ჩვენი Jacob Carl-ის გერმანული აპარატი. ის საშუალებას გვაძლევს, ფრაქციული გამოხდისას უზუსტესად მოვაცილოთ "თავები" და "კუდები", რათა მივიღოთ მხოლოდ უსუფთავესი "გული" — რბილი, თაფლის სურნელით გაჯერებული პრემიუმ სპირტი.
4. დეგუსტაციის მცირე "შპარგალკა":
• თაფლის ბრენდი: ეს ჩვენი სიამაყეა – რბილი, არომატული და ისეთი, მართლა პრინცებს რომ შეეფერებათ.